შეხვედრა
26 აპრილი,2017
22/04/2017-30/04/2017, ქ პორტოში (პორტუგალია), დაგეგმილი ფინალური შეხვედრა პროექტის - LMPH N°544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR - ჩარჩოებში წარმატებით მიმდინარეობს. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობენ უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი და პროექტის მენეჯერი ქ-ნი რუიზან მექვაბიძე. მიღებულია შეთანხმება „სასტუმრო მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამის ორმაგი დიპლომის ამოქმედების შესახებ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ესპანეთის ქ. ჟირონას უნივერსიტეტს შორის 2017-2018 სასწავლო წლიდან. გარდა ამისა, გაფორმდა შეთანხმება მემორანდუმის შესახებ პროექტის პარტნიორებს შორის, კერძოდ: მოლდავეთის სავაჭრო კოოპერატიულ უნივერსიტეტსა, ბულგარეთის ქ. პლოვდივის აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიიტეტს შორის.