შეხვედრა
04 აპრილი,20172017 წლის 3 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და ისტორიის სპეციალობის სტუდენტები იმყოფებოდნენ უფლისციხეში, სადაც კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიხსნა საქართველო-ევროპის ურთიერთობის ამსახველი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერებისა და ფოტოკოლექციის (სულხან-საბა ორბელიანის ,,მოგზაურობა ევროპაში“ (XVIII ს.), იოანე ოქროპირის მათეს თავის თარგმანება (ბერძნულ ენაზე), რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ იტალიური ლექსიკონი (1629 წ.), ბარონ დე ბაის წერილები, 1902-1909 წწ. (ფრანგულ ენაზე), არქანჯელო ლამბერტის, მიხეილ თამარაშვილის, ჯუზეპე მაძინის ხელნაწერები, მიხაი ზიჩის ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის ფოტოები და სხვ.) გამოფენა.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ზაზა აბაშიძემ. სიტყვებით გამოვიდნენ: ნესტან ბაგაური - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იოსებ ალიმბარაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და სხვები, რომელთაც ისაუბრეს გამოფენილი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული ექსპონატებისა და კოლექციებისა და ამგვარი გამოფენების მნიშვნელობაზე, როგორც ქართველი სტუდენტ-ახალგაზრდობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიით დაინტერესებული უცხოელი ტურისტების მხრივ.
შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებმა მოინახულეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი და გაეცვნენ მის სიძველეებს.