შეხვედრა

24 მარტი,2017

2017 წლის 23 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ლიტერატურულ ჟურნალ „განთიადის“ მთავარი რედაქტორი და სარედაქციო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ. შეხვედრა გაიმართა ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში.
აღნიშნულ შეხვედრაზე ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, პოეტმა და პროზაიკოსმა, ბატონმა ავთანდილ ყურაშვილმა ვრცლად ისაუბრა ჟურნალის შესახებ: „ჟურნალი „განთიადი“ სათავეს XIX საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან იღებს. პირველი ხელნაწერი ჟურნალი ამ სახელწოდებით 1887 წელს დააფუძნეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა, რომელთა შორის იყვნენ შემდგომში საქვეყნოდ განთქმული მოღვაწეები: კიტა აბაშიძე, დუტუ მეგრელი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი ალექსანდრე ჯანელიძე და წმინდა ახალმოწამე სიმონ მჭედლიძე. დღეისათვის ჟურნალი 128 წლის ისტორიის მქონე ბეჭდვითი ჟურნალია და მისი ანალოგი მსოფლიო მასშტაბით იშვიათად თუ მოიძებნება“.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ხორბალაძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა