შეხვედრა
08 მარტი,20177 მარტს გორის უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის გასაცნობად ეწვია შიდა ქართლის გუბერნატორი, ბატონი კახა სამხარაძე.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გორის უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების შესახებ.
შიდა ქართლის გუბერნატორმა, ბატონმა კახა სამხარაძემ უნივერსიტეტის წარმომადგენლობას გააცნო რეგიონის განვითარების მოკლე გეგმა. შემდეგ საუბარი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ძირითადი აქცენტები გაკეთდა რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და ქალაქის დაგეგმარებაზე.
დასასრულ, ბატონმა კახა სამხარაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ მობრძანებისა და საინტერსო შეხვედრისთვის.