შეხვედრა
02 თებერვალი,2017მიმდინარე წლის 30 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის, სპორტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ, ბექარ კაპანაძეს. ბექარი არის მსოფლიო ჩემპიონი უნიკალური ორთაბროძლების სახეობაში და გახლავთ მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა წარმატება უსურვა სპორტსმენს, საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნები და უნივერსიტეტის სახელით დახმარება აღუთქვა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ხორბალაძე და კრივში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ბექარ კაპანაძის მწვრთნელი, ბატონი ნიკოლოზ ანდღულაძე.