შეხვედრა
14 დეკემბერი,2016მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა ოლონეთის პესპუბლიკის, ბუდგოსჩის ეკონომიკური უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან, ქალბატონ ელიზაბეტ სობიეჩთან. ბუდგოსჩის ეკონომიკური უნივერსიტეტი არის პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია შვიდი რეგიონალური ფილიალი და ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს პოლონურ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, კერძოდ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და ერასმუს +-ს ფარგლებში ერთობლივი მობილობის პროგრამების განხორციელება.