შეხვედრა
23 იანვარი,20152015 წლის 23 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, ბატონი ჯეომს დუი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი ლია გუმბერიძე.
სტუმრებმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ გიორგი სოსიაშვილთან. ბატონმა ჯეომს დიომ რექტორს მიულოცა მეორე ვადით არჩევა და განიხილეს ურთიერთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
2015-2016 სასწავლო წელს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის მონაწილე, ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელიც 1 წლის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსებს ინგლისურ ენაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ასევე გორის რაიონის მასშტაბით მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.