შეხვედრა

28 სექტემბერი,2016

28 სექტემბერს, გორის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დოქტ. მარტინ პრაქსენტალერმა. წარმოდგენილი იყო DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები (2017-2018) სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის:
• საზაფხულო ენის კურსი (მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, ასევე 1-ელი კურსელი მაგისტრებისთვის);
• სამაგისტრო პროგრამა ინგლისურ ან გერმანულ ენაზე (მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
• სამაგისტრო პროგრამა ეკონომისტებისთვის (მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
• სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);
• სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
(ხანგრძლივობა 3 თვე)
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლები, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი.
პრეზენტაცია წარიმართა ინგლისურ ენაზე.
პრეზენტაციის შემდეგ, ბატონი მარტინ პრაქსენტალერი და DAAD-ის წარმომადგენლები შეხვედნენ გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, სადაც განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და დასახეს კონკრეტული გეგმები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა