შეხვედრა
21 სექტემბერი,20162016 წლის 21 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები პირველკურსელებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები და სასწავლო პროცესსა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.
პირველკურსელებთან შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე- პრეზიდენტმა ჯაბა ქავთარაძემ უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური ცხოვრების დეტალებზე, უნივერსიტეტში მოქმედ კლუბებზე და სტუდენტების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.