შეხვედრა
20 სექტემბერი,20162016 წლის 19 სექტემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ამჟამად პოლონეთის პარლამენტის წევრი ბატონი ტომაშ მაკოვსკი. სტუმარმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც განთავსდება გორის უნივერსიტეტში არსებულ ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში და სამომავლოდ გამოყენებულ იქნება გორის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.
ბატონმა მაკოვსკიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გორის უნივერსიტეტისთვის პოლონური ენაზე სამეცნიერო ლიტერატურის გადაცემას არ ექნება ერთჯერადი სახე და რომ სამომავლოდ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის და პოლონეთის რესპუბლიკის, ქალაქ ოჟიშის გამგეობის თანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრის საბიბლიოთეკო რესურსით გამდიდრება.