შეხვედრა

23 იანვარი,2015

2015 წლის 23 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელს ბატონ მამუკა მათიაშვილს შეხვდა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობა შიდა ქართლის რეგიონში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე ფერმერობის განვითარებას შიდა ქართლის რეგიონში და ამ გზით დაეხმაროს რეგიონში განსახლებულ დევნილებსა და ადგილობრივი მოსახლეობას.
შეხვედრაზე მხარეებს შორის დაიგეგმა უნივერსიტეტის ბაზაზე ორთვიანი გადამზადების კურსის ჩატარება, რომელიც უზრუნველყოფს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის უნარების ამაღლებას, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი მეურნეობების გაძღოლა და შემოსავლის გაზრდა.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა