შეხვედრა
18 მაისი,201618 მაისს გორის უნივერსიტეტში "სტუდენტური დღეები 2016" ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ცნობილ ქართველ ფოლკლორისტებთან: ქალბატონ ეთერ თათარაიძესთან, ბატონ ამირან არაბულთან და და ბატონ როსტომ ჩხეიძესთან.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა სტუმრებს და მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისთვის, ბატონმა გიორგიმ ისაუბრა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე რეგიონის უნივერსიტეტისათვის. სტუმრებს მიესალმნენ: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე, პროფესორები: თამარ გოგოლაძე და მარინე ცერცვაძე. მისალმების შემდეგ ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ ისაუბრა მთაში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ, გაიხსენა გოდერძი ჩოხელი და ვახუშტი კოტეტიშვილი, წაიკითხა საკუთარი ლექსები.
სიტყვით გამოვიდნენ ბატონი როსტომ ჩხეიძე და ბატონი ამირან არაბული, რომლებმაც ასევე ხაზი გაუსვეს გორის უნივერსიტეტის მიღწევებსა და იმ აქტიურ საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს ქართული საზოგადოების ფორმირებას.
შეხვედრის დასასრულს დამსწრეთა თხოვნით ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ წაიკითხა საკუთარი ლექსები