შეხვედრა
22 აპრილი,201621 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლების დელეგაცია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ბატონი ილიას უსტუნიერი, სადოქტორო და სამაგისტრო სწავლების ინსტიტუტის დირექტორი , ბატონი გოდერძი ბუჩაშვილი. სტუმრებს შეხვდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ურთიერთობები და ქართულ - თურქული მე-4 სამეცნიერო, საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების დეტალები.