შეხვედრა
24 თებერვალი,201624 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე შეხვედნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. აქცენტი გაკეთდა უმაღლესი განათლების კანონში შეტანილ ვცლილებებზე, ,შეფასების სისტემაში გასატარებელ ცვლილებებზე და ახალი პროექტების დანერგვაზე და ფაკულტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.