შეხვედრა

07 ოქტომბერი,2015

გორის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები  ელენე გოცაძე  და  ირინა ბარნაბიშვილი ეწვივნენ. სტუმრებს შეხვდნენ  გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და  რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.  გორში მთავრობის გადაწყვეტილებით იხსნება ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობა, რომლის ფუნქციაა რეგიონის საზოგადოებასთან დიალოგი ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. შეხვედრაზე  მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი წარმომადგენლობა გაიხსნება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალგაზრდების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის მიზნით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა