შეხვედრა
17 სექტემბერი,2015გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვდა აკადემიურ პერსონალს და გააცნო რეკომენდაციები სტუდენტის ცოდნის შეფასების ახალი სისტემის (ქვიზების) განვითარებასთან დაკავშირებით. ისაუბრა შეფასების კომპონენტების ვარიანტებზე, რომლის მიზანია სასწავლო კურსით გათვალისწინებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ყოველკვირეული შეფასება, სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგი. შეფასების ახალ სისტემაზე ასევე ისაუბრეს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა