შეხვედრა
06 ივლისი,2015გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები. სტუმრებს შეხვდნენ რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, კანცლერი გიორგი ხორბალაძე და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ბეჟან რომელაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს ინოვაციების ლაბორატორიის შექმნის საკითხი, სადაც სტუდენტები ისწავლიან და პროექტებს შექმნიან პროგრამირების მიმართულებით.