შეხვედრა
18 მაისი,20152015 წლის 15 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შიდა ქართლის რეგიონში არსებულ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შრომის ბაზრის კვლევა შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში არსებულ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობრივი და ასაკობრივი მაჩვენებლის განსაზღვრას კონკრეტული სპეციალობების მიხედვით. შესაბამისად, მოთხოვნადი სპეციალობების, არსებული და მოსალოდნელი ვაკანსიების გამოვლენას.
აღნიშნულ შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების შესახებ, როგორიცაა გორის უნივერსიტეტის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის წარმატებით გავლა, ახალი საბაკალავრო პროგრამების დამატება. ბატონმა რექტორმა აგრეთვე გამოთქვა მზაობა დამსაქმებელთა კლუბის შექმნის შესახებ, რომელიც ხელს შუწყობს სტუდენტთა დასაქმებას და ზოგადად საუნივერსიტეტო ცხოვრების სრულყოფას.
შეხვედრის ბოლოს დამსაქმებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ პროცესში და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიაწოდონ რეკომენდაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.