შეხვედრა
28 მაისი,2021მიმდინარე წლის 27-28 მაისს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის -„რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ეროვნული შეხვედრა პროექტის კონსორციუმში შემავალი რეგიონალური ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის დეტალები, გაიმართა დისკუსია რეგიონული უნივერსიტეტების კონფერენციის შექმნასთან დაკავშირებით, გაკეთდა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი. თითოეულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა მისიის, ხედვისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგიმ სოსიაშვილმა, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა
პროექტში მონაწილეობს ოთხი ევროპული უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი), გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა), ყველა ქართულ რეგიონალური უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სწორედ მათთან თანამშრომლობით ხორციელდება ეროვნული პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში.