შეხვედრა
30 იანვარი,20202020 წლის 30 იანვარს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის ბიბლიოთეკაში გაიმართა უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონი ედუარდ რაუპის შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან, ფაკულტეტების დეკანებთან, ხარისხის მართვის სამსახურის და უცხო ენების ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ გეგმებსა და მათი განხორციელების საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.