შეხვედრა
02 დეკემბერი,2019მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრა გამართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტეში, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.
საზოგადოებრივმა დამცველის თანაშემწემ, გიორგი ხუნდაძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებები, საჩივრების/განცხადებების განხილვის წესი, ვადა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.