შეხვედრა
08 მაისი,20157 მაისს გორის უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შექმნილ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან.
სააგენტო რეგიონების მასშტაბით იწყებს სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (Fab Lab), ინოვაციების ლაბორატორიები, საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრები და ა.შ ). პროექტების უმრავლესობის განხორციელება სწორედ უნივერსიტეტების ბაზაზე იგეგმება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა და სააგენტოს ინდუსტრიული ინოვაციების ლაბორატორიის პროექტების კოორდინატორმა ლევან გაბისონიამ განიხილეს აღნიშნული პროექტი და შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთობასა და პროექტში გორის უნივერსიტეტის ჩართულობაზე.