შეხვედრა
19 აპრილი,20192019 წლის 17 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაცია-აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო, საქართველოს ისტორიის სამაგისტრო და ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო პროგრამათა ხელმძღვანელები, ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაკები, პროგრამების განმახორციელებელი აკადემიური პერსონალი და სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული სპეციალისტები შეხვდნენ კურსდამთავრებულებს და გააცნეს აკრედიტაციისათვის მზადების პროცესის ნიუანსები, სწავლის მიზნები და შედეგები.
გამოითქვა წინადადებები, შენიშვნები, სურვილები.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამების კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულია სპეციალობის შესაბამისად და სწავლას აგრძელებს გორის ან საქართველოს სხვა წარმატებული უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.