შეხვედრა
05 ივლისი,20185 ივლისს გორის უნივერსიტეტს ესწვია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი სელჩუკ ქურშად ქოჯა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნები გუმუში, რომელიც ამჟამად არის თურქეთის საელჩოს ატაშე. სტუმრები შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს და რექტორის მოადგილეს, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილს. შეხვედრაზე განიხილეს გორის უნივერსიტეტსა და თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების გეგმები და პერსპექტივები. გადაწყდა, გორის უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის კაბინეტის შექმნა.