შეხვედრა

13 ივნისი,2018

13 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს უჩვეულო სტუმრები ჰყავდა გორის მე-2 საჯარო სკოლის მესამეკლასელები.
დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მე-4 წლის სტუდენტები პედაგოგიურ პრაქტიკას გადიოდნენ მე-2 სკოლაში, კლასის დამრიგებელი ნატალია ტაველიძე. სასწავლო პრაქტიკის სილაბუსი ითვალისწინებს ღონისძიებასაც, რომლის ჩატარება სტუდენტებმა დიანა ბალიაშვილმა, ნაირა მასურაშვილმა და ქეთევან კობალაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტეს. მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, პრაქტიკანტ სტუდენტებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ფაკულტეტის დეკანი დავით ჩოჩიშვილი.
პროექტი ,,თამარ მეფე“, რომელიც მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელდა, ითვალისწინებდა სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს კედლის გაზეთები და კითხვები დაუსვეს უნივერსიტეტის პროფესორებს: მამუკა ჯოლბორდს, დავით ჩოჩიშვილს. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის შენობა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა