შეხვედრა
08 ივნისი,20188 ივნისს გორის უნივერსიტეტს ეწვია ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, ბატონი სიმონ ნოზაძე, რომელმაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე: „იტორიული პარადიგმები“
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ბატონ სიმონ ნოზაძე და მისი მოღვაწეობა.
ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.