შეხვედრა
19 მარტი,201518 მარტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენელი ირინე სალუქვაძე. სტუმარს შეხვდა რექტორი, პროფესორი გ. სოსიაშვილი და ფაკულტეტის დეკანები. სტუმარმა ისაუბრა სტუდენტების შესაძლო ჩართულობის პერსპექტივებზე შიდა ქართლის რეგიონში საგრანტო პროექტებში. უნივერსიტეტმა მზადყოფნა გამოთქვა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისაკენ.