შეხვედრა ტემპუსის პროექტის ტექნიკურ დირექტორთან
06 ნოემბერი,20152015 წლის 5 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ტემპუსის პროექტის (544191-Tempus-1-2013-1PT-JPCR) ტექნიკურ დირექტორთან, ქ-ნ ია მოსაშვილთან. პროექტი ითვალისწინებს გორის სახ. სასწ. უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სასერტიფიკატო პროგრამების დანერგვას სასტუმრო ინდუსტრიის განვითარე- ბის მიმართულებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც გამოვლინდა 2015 წლის 18-24 ოქტომბერს ქ. ჩანიაში ( საბერძნეთი) საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის წარმომადგენლების შეხვედრის პერიოდში პროექტის განვითარების ანალიზისა და შეფასებისათვის. კერძოდ: ერთობლივი და ორმაგი დიპლომის გაცემა; სასერტიფიკატო პროგრამების ამოქმედება გრენობლის უნივერსიტეტთან ერთად, რაც გათვალისწინებულია 2015 წლიდან.
ქ-მა ია მოსაშვილმა დაათვალიერა პროექტის ჩარჩოებში რესურს ცენტრის მდგომარეობა მოცემული პერიოდისათვის, იმიტირებული რესტორანისა და სასტუმროს მოწყობისათვის გამოყოფილი ფართი. ტექნიკურმა დირექტორმა აღნიშნა გორის უნივერსიტეტის მიერ წარმატებული აქტივობების მნიშვნელობა პროექტის სრულფასოვანი რეალიზაციისათვის.