შეხვედრა სტუდენტებთან
03 დეკემბერი,2016გორის უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი გიორგი სოსიაშვილის ინიციატივის "რექტორის დღის" ფარგლებში, 2 დეკემბერს გაიმართა მორიგი შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც რექტორმა სტუდენტებს მოახსენა წინა შეხვედრაზე განხილული საკითხების ანგარიში, მან სტუდენტებთან შეხედრისას ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ და სტუდენტებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში, რათა საუნივერსიტეტო ცხოვრება გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო.