შეხვედრა სტუდენტებთან
20 ოქტომბერი,201620 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის კოორდინატორმა, ქალბატონმა მანანა ამონაშვილმა, ჩაატარა შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც განიხილეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ დაგეგმილი, უკანონო მიგრაციის პრევენციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას უსაფრთხო მიგრაციასთან დაკავშირებულ და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე.
შეხვედრის დროს, ქალბატონმა მანანა ამონაშვილმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსის შესახებ.