შეხვედრა სტუდენტებთან
21 სექტემბერი,20162016 წლის 21 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, მარიამ ბოლოკაძესთან და ნინო ღონღაძესთან, რომლებიც ერასმუს + -ის მობილობის პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდნენ ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით.
სტუდენტებს შევახსენებთ, რომ გამოცხადდა ახალი კონკურსი ერასმუს + -ის ფარგლებში ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში სტიპენტიის მოსაპოვებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ გორის უნივესიტეტის ვებგვერდს.