შეხვედრა სტუდენტებთან
15 მარტი,201615 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე რექტორმა სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უახლესი გეგმები. სთხოვა სტუდენტებს, გამოეთქვათ თავიანთი აზრი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.
შეხვედრისას გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი, სტუდენტებმა გამოთქვეს მოსაზრებები სასწავლო პროცესის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ.