შეხვედრა სტუდენტებთან
13 ოქტომბერი,20152015 წლის 13 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა პროექტის -,,არჩევნებიდან დემოკრატიულ სახელმწიფომდე“ - მენეჯერი ნიკა მარკოზაშვილი. პროექტი ხორციელდება USAID & IFES Georgia-ს მხარდაჭერით.. იგი გულისხმობს ორდღიან ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია; საარჩევნო სიების ფორმირება და მონიტორინგი; საარჩევნო კამპანიის წარმოების საფუძვლები და დაფინანსების წყაროები; კენჭისყრის პროცედურები და შედეგები; საარჩევნო დავა და მისი სპეციფიკა; არჩევნების ნაირსახეობები საქართველოში.
პროექტის ამოცანას წარმოადგენს, ახალგაზრდებში თვითშეგნების ამაღლება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებსა და სპეციფიკასთან დაკავშირებით.