შეხვედრა სტუდენტებთან
10 დეკემბერი,2021მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ „მინერვას“ პრეზიდენტი, გორის უნივერსიტეტში არსებული იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ჯიჯავა, ონლაინ რეჟიმში შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
შეხვედრის მსვლელობისას ბატონმა გიორგი სოსიასვილმა ისაუბრა უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენების, კონკრეტულად კი იტალიური ენის შესწავლის შესაძლებლობაზე. ქალბატონმა მაია ჯიჯავამ მიმოიხილა მიმდინარე საერთაშორისო პროექტები და გაცვლითი პროგრამები იტალიის პარტნიორ უნივერსიტეტბში.