შეხვედრა სტუდენტებთან
28 მაისი,20152015 წლის 28 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების გაცნობა.საუბარი აგრეთვე შეეხო მოახლოებულ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შუალედურ გამოცდებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც რექტორმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.