შეხვედრა სტუდენტებთან
04 ივლისი,20184 ივლისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი ჯგუფის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.
სტუმრებმა: გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა პატრიცია როზა გარსიამ;
"სამართალი, თავისუფლება, უსაფრთხოება / ვიზა ლიბერალიზაციის" პროგრამების მენეჯერმა, გენდერული საკითხების კოორდინატორმა, ქალბატონმა ქეთევან ხუციშვილმა;
ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ გურჩიანმა;
ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებშიპრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა სოფო ჯაფარიძემ სტუდენტებთან განიხილეს სხვადასხვა საკითხები: განსხვავება სქესსა და გენდერს შორის; გენდერული როლები; გენდერული თანასწორობა, როგორც ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპი; სახელმწიფოს ვალდებულება თავიდან აირიდოს დისკრიმანაცია კანონმდებლობასა და პოლიტიკაში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია