შეხვედრა სტუდენტებთან
19 ოქტომბერი,20172017 წლის 19 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა. რექტორმა სტუდენტებთან შეხედრისას ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ და სტუდენტებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში, რათა საუნივერსიტეტო ცხოვრება გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც რექტორმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.