შეხვედრა სტუდენტებთან
12 მარტი,2015
2015 წლის 12 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ხორბალაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე რექტორმა სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უახლესი გეგმები, რომლებიც სასწავლო პროცესის კიდევ უფრო დახვეწისკენაა მიმართული, სთხოვა სტუდენტებს, გამოეთქვათ თავიანთი აზრი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.
შეხვედრისას გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი, სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები სასწავლო პროცესის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ.