შეხვედრა სტუდენტებთან გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამების შესახებ
27 დეკემბერი,20222022 წლის 27 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლები (ოფისის ხელმძღვანელი ზურაბ ზურაბაშვილი და საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი რუიზან მექვაბიზე) შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისა და სტუდენტების ჩართულობის გააქტიურობის მიზნით.
დღევანდელი მდგომარეობით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება:
ერაზმუს+ ის პროგრამის ჩარჩოებში 5 პროგრამა: პოლონეთის, გერმანიის, ლატვიის, უნგრეთის უნივერსიტეტბში. მიმნდინარეობს იტალიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტბში ერაზმუს+ ის პროგრამების მომზადება.
მიმდინარე პერიოდში 2022-2023 სასწავლო წლისათვის სტუდენტების მობილობა განისაზღვრება 5 სტუდენტით ერაზმუს+ის მობილობის ჩარჩოებში. 4 სტუდენტი ერთსემესტრიან სასწავლო კურსს გაივლის კაროლი გასპარის უნივერსიტეტში (უნგრეთი), ხოლო ერთი სტუდენტი - ოპოლეს ტექნოლოგიის უნივერსიტეტში (პოლონეთი).