შეხვედრა სკოლების პედაგოგებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან
22 ოქტომბერი,201822 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში, მასწავლებელთა პროფესიული გავითარების ცენტრის ინიციატივით, ჩატარდა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრის მიზანი იყო მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასების მიზნით დაწყებული კვლევა. შეხვედრას უძღვებოდნენ სტრატეგიული განვითარების და ანალიზის სამსახურის უფროსი, ქალბატონი მაია არავიშვილი და სქემის მკვლევარი, ქალბატონი ნინო ირემაშვილი.
შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.