შეხვედრა სამართლის მიმართულების სტუდენტებთან
19 დეკემბერი,20192019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ბატონმა გივი მიქანაძემ და წამყვანმა სპეციალისტმა ნინო მკერვალიშვილმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტებთან.
შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სამართლის მიმართულების სტუდენტებს მიულოცა სამართლის და საჯარო მმართველობის პროგრამების 7 წლიანი უპირობო აკრედიტაცია. მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ისაუბრა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე.
ბატონმა გივი მიქანაძემ სტუდენტებს ახალი ინოვაციური პროგრამა გააცნო, რომელიც საქართველოს პარლამენტში დისტანციურ სტაჟირებას ითვალისწინებს. დისტანციური სწავლების მიზანია, თბილისსა და მის გარეთ მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საქართველოს პარლამენტში სტაჟირების შესაძლებლობა მაღვალკვალიფიციური პერსონალის მოსამზადებლად, პროფესიული ზრდის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
დისტანციური სტაჟირებაზე სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. პროგრამა 26 კვირიანია და ოთხი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.
კონკურსი 2020 წლის 8 იანვარს გამოცხადდება.