შეხვედრა პროექტის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში
07 აპრილი,2023მიმდინარე წლის 7 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა, მწერალ და მთარგმნელ, ოქტაი ქაზუმოვთან. საჯარო ლექციის თემა „ქართული ლიტერატურის ევროპული გზა“.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს მიესალმა და დამსწრეთ მწერალი წარუდგინა პროექტის ხელმძღვანელმა, კატო ჯავახიშვილმა.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ART&SOCIETY“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.