შეხვედრა პოეტ მაგული ტერმაკოზაშვილთან
25 მაისი,2016
25 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში მოეწყო შეხვედრა პოეტ მაგული ტერმაკოზაშვილთან, რომელიც ხელთუბნის საჯარო სკოლის პედაგოგია. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მაგული ტერმაკოზაშვილის შემოქმედების შესახებ. სიტყვით გამოვიდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რომლებმაც ასევე ისაუბრა პოეტის შემოქმედების შესახებ. სტუმარს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს პოეტმა ჯემალ ინჯიამ, გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგემ ნელი ბაბუციძემ, ქალბატონო მაგული ტერმაკოზაშვილის კოლეგებმა გორის რაიონის სკოლებიდან და უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს მაგული ტერმაკოზაშვილის ლექსები. საღამოს უძღვებოდა ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე ცერცვაძე.