შეხვედრა მოსწავლეებთან
04 მარტი,20182018 წლის 2 მარტს გორის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესორები და სტუდენტები გორისა და გორის რაიონის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. აბიტურიენტებს გააცნეს, თუ რას სთავაზობს გორის უნივერსიტეტი ჟურნალისტობის მსურველთ, რომელ გაცვლით პროგრამებში შეუძლიათ მათ მონაწილეობის მიღება, რომელ პროექტებში არიან ჩართული მომავალი ჟურნალისტები.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფეორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელიც მიესალმა აბიტურიენტებს და სტუდენტებს, უსურვა წარმატებები და გააცნო ჟურნალისტიკის პროგრამის თავისებურებები.
ჟურნალისტიკის სპეციალობაზე მოწვეულმა დოქტორმა ნარგიზა კანკიამ წაიკითხა ლექცია სატელევიზიო ახალი ამბების მომზადების შესახებ. დასასრულს დამსწრეთ უჩვენეს ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთა მიერ მომზადებული სიუჟეტები.
შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მოეწყობა ყოველ პარასკევს, 14.00-ზე.