შეხვედრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებთან
19 ივნისი,202019 ივნისს გაიმართა განთლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის შეხვედრა ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებთან. მათ განემარტათ, რომ 2017 წელს და შემდგომ ჩარიცხული სტუდენტებისათვის მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრაცია საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია და შესაბამისად, სტუდენტები მას ვერ აირჩევენ დამატებითი პროგრამის სახით.