შეხვედრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებთან
22 ოქტომბერი,201921ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განათლლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებთან. შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები იყვნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის წარმომადგენლები.
სტუმრებს მიესალმა ფაკულეტის დეკანი, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი, რომელმაც დამსწრეთ წარუდგინა მიმდინარე წელს რეფორმის შემდეგ დასაქმებული პედაგოგები.
საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე სიახლეებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ქეთევან ლურსმანაშვილმა, მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტს აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის, რომლის შემდეგაც სკოლაში კონკურსის წესით შეირჩა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ხატია გოგალაძე.
სიტყვით გამოვიდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ნათია ოქროპირიძე, რომელმაც რეფორმის შემდეგ მუშაობა დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის მერეთის და თორტიზის საჯაროს სკოლებში, ასევე პროგრამის სტუდენტი თამარ ქარელი.
შეხვედრა შეაჯამა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ისაუბრა როგორც ზოგადსაგანამანათლებლო სკოლებში განხორცილებულ რეფორმაზე, ასევე მიმდინარე პროცესებში გორის უნივერსიტეტის ჩართულობაზე .
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი.