შეხვედრა ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან
06 დეკემბერი,2021მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები, რომლებმაც სტუდენტებს გააცნეს მიმდინარე ვაკანსიები და ლიბერთი ბანკში დასაქმების პერსპექტივები.
შეხვედრას უძღვებოდნენ: ირაკლი ქასრაძე - შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დირექტორი, თეონა ბარამაძე - წინა ხაზის დაგეგმარების სამსახურის განყოფილების უფროსი და ნათია გეწაძე - შერჩევის განყოფილების უფროსი.