შეხვედრა კომპანია მაინდვორქსის წარმომადგენლებთან
11 აპრილი,201911 აპრილს გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული შეხვდნენ კომპანია მაინდვორქსის წარმომადგენლებს, რომლებმაც წარმოადგინეს ინფორმაცია ახალი ონლაინ კურსების შესახებ, რომლებიც შეიქმნა USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ (Governing for Growth (G4G) in Georgia) პროგრამის ფარგლებში, კომპანია მაინდვორქსის მიერ, სამი მიმართულებით:
1. IT პროექტების მართვა Scrum მიდგომით;
2. ფრილანსერობა;
3. სახელმწიფო შესყიდვები მიმწოდებლებისთვის.
კურსები შექმნილია სფეროს პროფესიონალების მიერ.