შეხვედრა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორთან
02 თებერვალი,2021მიმდინარე წლის 2 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ალი ოღუზჰან იუქსელი.
შეხვედრა გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან, სადაც განიხილეს გორის უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისა და აღჭურვის საკითხი.
გორის უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის კაბინეტის შეიქმნება მიმდინარე წლის თებერვალში , რომლის ბაზაზეც განხორციელდება:
• თურქული ენის შემსწავლელი კურსები გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის;
• ერთობლივი აკადემიური და სასწავლო პროექტები.