შეხვედრა ისრაელის
24 აპრილი,201724 აპრილს გორის უნივერსიტეტში, „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ ინიციატივით, შედგა შეხვედრა ისრაელის "ღია უნივერსიტეტის" დელეგაციასთან.
შეხვედრა შედგა „კულტურათაშორისი დიალოგი და სახალხო დიპლომატიის“ პროგრამის ფარგლებში.
"ღია უნივერსიტეტის" დელეგაციას შეხვდა და მიესალმა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რექტორის მოადგილე პროფეორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი.
სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელბმა სტუმრებს გააცნეს გორის უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტები და პროგრამები.
შეხვედრის დროს, "ღია უნივერსიტეტის" დელეგაციის ინიციატივით ნაჩვენები იქნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი.
დასასრულს, გამოითქვა მოსაზრება, რომ სტუდენტების ასეთი შეხვედრები საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ისრაელი-საქართველოს სტუდენტთა თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.